გიორგი სუხიტაშვილი
სუხიტაშვილის საადვოკატო ბიუროს დამფუძნებელი და ადვოკატი.

გიორგი სუხიტაშვილი პრაქტიკოსი ადვოკატი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია 2018 წლიდან. იგი არის ასოციაციის უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
მისი პრაქტიკა მოიცავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალს, განსაკუთრებული ყურადღებით უძრავ ქონებაზე, ფინანსურ დავებსა და სააღსრულებო წარმოებაზე. საქმიანობის მიმართულებებია ქონებრივი დავები, სესხები, იპოთეკა, გამოსახლებასთან დაკავშირებული საკითხები და ხელშეკრულებების მომზადება.
გიორგი ასევე არის LegalSupport.ge-ს დამფუძნებელი. პროექტი ემსახურება არარეზიდენტებს, უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს უძრავი ქონების, ბიზნესისა და ბინადრობის საკითხებზე.
2025 წლიდან იგი დოქტორანტია. მისი კვლევა ეხება უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვასა და ღირსეული საცხოვრებლის უფლებას.